თამარ მეფის გიმნაზიაში მოსწავლეთა მიღების დეტალები
თამარ მეფის სახელობის გიმნაზია აგრძელებს მოსწავლეთა მიღებას I კლასში 2022-2023 სასწავლო წლისთვის!
გიმნაზიაში თავისუფალი ადგილები ასევე არის IIა, Vბ, VIგ, VIIგ, VIIIბ, IXგ, Xგ, XIგ, XIIბ კლასებში;
საბუთების მიღება გაგრძელდება 10 ივნისამდე;
თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში გელოდებათ:
- ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემო;
- პროფესიონალ პედაგოგთა და სპეციალისტთა გუნდი;
- აკადემიური განათლება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით;
- კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები;
- კომპიუტერული კლასი უახლესი კომპიუტერული ტექნიკითა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით;
- უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კაბინეტი და ლაბორატორია;
- კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი, მდიდარი წიგნადი ფონდით;
- 60 ადგილიანი საკონფერენციო დარბაზი;
- მოსწავლეთა შეფასების რეიტინგული სისტემა;
- ყოველდღიური განახლებადი ვებ. გვერდი;
- ელექტრონული ჟურნალი;
- დღის გახანგრძლივებული ჯგუფები 18:00 საათამდე I-VI კლასებისთვის;
გიმნაზიის ტერიტორიაზე მდებარე ხელოვნების სკოლა-პანსიონში ფუნქციონირებს მრავალფეროვანი სახელოვნებო უფასო და ფასიანი კლუბები, სტუდიები, წრეები: ლიტერატურული თეატრი, ქორეოგრაფიული სტუდია და ანსამბლი, ვაჟთა და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლები, ხალხურ საკრავთა ორკესტრი, ხალხური ორთაბრძოლა, სახვითი ხელოვნების სტუდია, ფორტეპიანოს და ვიოლინოს შემსწავლელი კლასები;
სკოლაში ასევე გელით მრავალფეროვანი და მიზნობრივი კლასგარეშე ღონისძიებები; ექსკურსიები და კლასგარეშე აქტივობები; ერთჯერადი კვება (სრულფასოვანი სადილი); ლიტერატურული კაფე და ბუფეტი; მალე – საკუთარი ინტერნეტ ტელევიზია;
კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 16-20-ს შეადგენს;
I კლასში მოსწავლეთა ჩარიცხვა გასაუბრების საფუძველზე ხორციელდება;
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სკოლას:
266-99-89, 244-58-34. 591 00 09 77;
️[email protected]
https://mefetamari.ge/
მისამართი: თბილისი, ლოტკინის დასახლება, სამღერეთის ქ #13