20 ნოემბერი, 2020 14:06
თამარ მეფის სახელობის გიმნაზია ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულს უერთდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, 2020 წლის 16 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით სკოლებში ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული ჩატარდება.
თამარ მეფის სახელობის გიმნაზია უერთდება კვირეულს, რომლის მიზანია ძალადობის (ბულინგი, ოჯახური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და სხვა) პრევენცია, და სკოლაში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება.
კვირეულის ფარგლებში:
- სამოქალაქო განათლების მასწავლებლები მოსწავლეებს დისტანციურ რეჟიმში ჩაუტარებენ გაკვეთილებს ძალადობის თემაზე;
- ბულინგის თემაზე მოეწყობა დისკუსიები და ფილმის/ნაწარმოების განხილვები;
- მოსწავლეები მიიღებენ და გასცემენ რჩევებს თემაზე – როგორ ვებრძოლოთ ბულინგს?!
- მოეწყობა მოსწავლეთა ნახატების/ციფრული ნამუშევრების ონლაინ გამოფენა;
- საუკეთესო ნამუშევრები გამოქვეყნდება გიმნაზიის Facebook და ვებ გვერდებზე.
სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეთა მშობლებს მოუწოდებს უზრუნველყონ კვირეულში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა და იქონიონ კავშირი კლასის დამრიგებლებთან/ადმინისტრაციასთან.