GE
8 მაისი, 2023 10:05

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ კალათბურთში სასკოლო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა ჩაატარა

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა სასკოლო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა კალათბურთში.

ერთმანეთს შეხვდნენ წმიდა გიორგის სახელობის მე-6 ა კლასი (დამრიგებელი მზიური კოჩალიძე) და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის მე-9 ბ კლასი (დამრიგებელი თეონა მოდებაძე).

გაიმარჯვა მე – 9 ბ კლასმა, რომელსაც სამახსოვრო თასი გადაეცა.საინტერესო იყო კლასის დამრიგებელთა პაექრობა, ბურთის კალათში გდებაში, სადაც თანაბარი პოზიციების გამო, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

მატჩს მსაჯობდა ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგი – თორნიკე ნამორაძე. სპორტის პედაგოგი დავით უნგიაძე, მომავალშიც საინტერესო აქტივობებს გვპირდება.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში