GE
8 ივნისი, 2022 15:50

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიას გურამ პეტრიაშვილი ესტუმრა

7 ივნისს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის ბიბლიოთეკაში შეხვედრა  საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერს, მწერალს, რეჟისორს, მსახიობს, მსოფლიო მეზღაპრეთა გილდიის წევრს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, გურამ პეტრიაშვილს უმასპინძლეს.

გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ ისაუბრა გურამ პეტრიაშვილის შემოქმედებაზე და მის ღვაწლზე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. შემდეგ მოსწავლეებმა წაიკითხეს სტუმრის  ზღაპრები და ლექსები, მწერალს დაუსვეს საინტერესო შეკითხვები.

გურამ პეტრიაშვილს მიესალმნენ პედაგოგები: გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ანთაძე, ღონისძიებების მენეჯერი რუსუდან რევაზიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნანა ანთაძე, გიმნაზიის ეთნოგრაფიის პედაგოგი, პროფესორი – ნათელა კაპანაძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ჟურნალისტი, მწერალი და კრიტიკოსი იოსებ ჭუმბურიძე.

ხელოვნების სკოლა-პანსიონის ხალხურ საკრავთა ორკესტრმა, რომლის ხელმძღვანელიც მალხაზ ქოიავა გახლავთ, შეასრულა ქართული მელოდიები. ნაჩვენები იქნა ნაწყვეტები ფილმებიდან გურამ პეტრიაშვილის მონაწილეობით.

შეხვედრის დასასრულს, მწერალმა მადლობა გადაუხადა გიმნაზიის მოსწავლეებსა და პედაგოგებს გულთბილი მიღებისათვის და მათთან სამახსოვრო ფოტოსურათები გადაიღო.

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში