9 თებერვალი, 2023 18:06
თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
8 თებერვალს, დავით აღმაშენებელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის IX ა კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებაზე ისაუბრეს, XI-XII საუკუნეებში ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების, დავით აღმაშენებელის მიერ წარმოებული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და ზოგადად, მისი შეუფასებელი ღვაწლის შესახებ.
მოსწავლებმა წარმოადგინეს ქართულ მწერლობაში არსებული დავით მეფისადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედებაც.
ასევე ორიგინალურად აღნიშნეს ეს დღე წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის I ბ კლასის მოსწავლეებმა, (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) ბავშვებს მიესალმნენ და დავითობა მიულოცეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა ნანა ანთაძემ, მეთოდისტმა მაყვალა ანთაძემ, ისტორიის პედაგოგმა იოსებ აფაქიძემ.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია