8 მარტი, 2023 10:28
თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში დედებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მე-4 ა კლასის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი ლია შარიქაძე) საკონფერენციო დარბაზში დედებისადმი მიძღვნილი საინტერესო, შემეცნებითი სანახაობა წარმოადგინეს.
ღონისძიებას მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები და გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს გიმნაზიის რექტორმა სიტყვით მიმართა მაყურებელს, დალოცა ბავშვები, პედაგოგები და მშობლები.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია