22 მარტი, 2023 10:36
თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში კალათბურთელთა შეჯიბრი გაიმართა
წმიდა თამარ მეფის სახელობის გინაზიაში სპორტის პედაგოგ დავით უნგიაძის ხელმძღვანელობით – სპორტულ დარბაზში კალათბურთელთა შეჯიბრი გაიმართა.
მეთორმეტე კლასელთა გუნდი 11-10-9 კლასების ნაკრებ გუნდს ეჯიბრებოდა. მატჩი მეტად საინტერესოდ წარიმართა და მინიმალური სხვაობით 9-10-11 კლასელთა ნაკრებმა გუნდმა (გუნდის კაპიტანი ლუკა ჩხიტუნიძე) გაიმარჯვა.
გამორჩეულ მოთამაშედ კი გეგა ლომსაძე დასახელდა. მოსწავლეებს მიესალმა და გამარჯვებულ გუნდს სამახსოვრო თასი გადასცა გიმნაზიის რექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.
ამით საგაზაფხულო სპორტულმა ღონისძიებებმა სტარტი წარმატებით აიღო.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია