GE
14 ივნისი, 2022 12:05

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში „კონკია“ ინგლისურად ითამაშეს

წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის Vა კლასის მოსწავლეებმა ფრანგი მწერლის, შარლ პეროს ზღაპარი „კონკია“ ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს.

ზღაპარი კლასის დამრიგებელმა, ინგლისური ენის პედაგოგმა და გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერმა, მზიური კოჩალიძემ დადგა და ქორეოგრაფიც თავად გახლდათ. სპექტაკლი მუსიკალურად კი მაია ნამორაძემ გააფორმა.

ზღაპრის გმირები სცენაზე გააცოცხლეს და ინგლისურ ენაზე გაახმოვანეს მოსწავლეებმა: მიხეილ ალექსიშვილმა, ლიზი არდაზიშვილმა, მარიამ ბასილაშვილმა, ალექსანდრე გაბუნიამ, თემური გელაძემ, ანასტასია გოგინაშვილმა, რატი თეგეტაშვილმა, რეზა იოსელიანმა, ლელი ლალუაშვილმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, სესილი სოსელიამ, მარიამ ურჯუკაშვილმა, ნინო ფხაკაძემ, ლაშა ქობალიამ, ჯამბული ჯიმშერაძემ…

მოსწავლეები და მათი მშობლები დალოცა გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, რომელმაც მზიური კოჩალიძეს და მაია ნამორაძეს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისათვის, მოსწავლეებს კი შემდგომი წარმატებები უსურვა.

მოსწავლეებს ასევე მიესალმნენ გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ ანთაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნანა ანთაძე.

მოსწავლეების მადლიერმა მშობლებმა, მათი შვილების აღზრდაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექციას და მზიური კოჩალიძეს.

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში