GE
23 მაისი, 2023 12:05

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მე – 12 კლასელთა ბოლო ზარის ზეიმი გაიმართა

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მე – 12 კლასელთა, ბოლო ზარის” ზეიმი გაიმართა.

დილის 10 საათზე წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სავედრებელი პარაკლისი აღავლინა გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, მან დალოცა კურსდამთავრებულები და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

მოსწავლეებს მიესალმნენ: კლასის დამრიგებელი – თეა ხარაზიშვილი, მეთოდური მუშაობის ხელმძღვანელი – მარიამ (მაყვალა) ანთაძე, პირველი მასწავლებელი – მადონა ვარდოშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი – ნანა (ციცინო) ანთაძე, ხელოვნების სკოლა-პანსიონის საცხოვრებელი კამპუსის კოორდინატორი – ნინო ცეცხლაძე, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი – რუსუდან რევაზიშვილი, სასწავლო პროცესების მენეჯერი – მზიური კოჩალიძე.

კურსდამთავრებულებმა: გიგა ნაკაშიძემ, ლილი გაჩეჩილაძემ, იოანე ვარდუკაძემ, სანდრო კილაძემ, ლაშა სამხარაძემ – მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექციას და პედაგოგებს, მათზე გაწეული ზრუნვისათვის და მხატვრული მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

საზეიმოდ გაიხსნა კლასის ვარსკვლავი სახელწოდებით “აქ სიყვარულია 2011 – 2023”.

მოსწავლეებმა ერთმანეთს სამოსზე, სამახსოვრო წარწერები მიუძღვნეს და გიმნაზიის ლოგოს გამოსახულებიანი, სადღესასწაულო ტორტი საზეიმოდ გაჭრეს, მშვიდობის მტრედი და ფერადი ბუშტები ჰაერში გაუშვეს, იცეკვეს, იმხიარულეს, იმღერეს, ინსტრუმენტებზე დაუკრეს და მარტყოფის მონასტრის მოსალოცად გაემგზავრნენ.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში