GE
26 ივნისი, 2023 09:45

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესზე იმსჯელეს

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები, პედსაბჭომდე, კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და განიხილეს საკითხი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

გიმნაზიამ 2022 წლის 30 მარტს, წარმატებით გაიარა რიგით მესამე (2011 – 2016 – 2022 წ) წარმატებული ავტორიზაცია – ძველი სტანდარტებით – 6 წლის ვადით.

2022 წლის 9 სექტემბრის გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დაევალა: დირექციას, ხარისხის სამსახურს და ყველა პედაგოგს ინტენსიური ჩართვა, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გემების შემუშავებაში.

2023 წლის 5 აპრილს, გიმნაზიის რექტორის N34/2 ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რექტორის ხელმძღვანელობით – ავტორიზაციის ახალი სტანდარტების მზაობისა და დანერგვის უზრუველსაყოფად.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში