GE
23 იანვარი, 2023 11:32

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა

წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა.

პედაგოგიური საბჭოს სხდომა გახსნა და მოხსენება სასწავლო წლის პირველი სემესტრში გაწეული მუშაობისა და შედეგების შესახებ გააკეთა პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარემ, გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერმა – მზიური კოჩალიძემ.

მიმართულებების მიხედვით თავიანთი ანგარიშები წარმოადგინეს: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა – ნანა ანთაძემ, ხარისხის მართვისა და საქმისწარმოების მენეჯერმა – მარინა გოგოლაძემ, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერმა – რუსუდან რევაზიშვილმა, დაწყებითი სწავლების კათედრის ხელმძღვანელმა – ქეთევან მოსულიშვილმა და საბაზო და საშუალო განათლების კლასების დამრიგებლებმა : თეონა მოდებაძემ, თორნიკე ნამორაძემ, ინგა ჩადუნელმა, თეა ხარაზიშვილმა, ნანა ანთაძემ, იოსებ აფაქიძემ, თამთა ხარატიშვილმა, მარიამ ანთაძემ, მზიური კოჩალიძემ, ნათია პაპინაშვილმა.

ფინანსურმა მენეჯერმა – ჯამბულ გოგოლაძემ წარმოადგინა 2023 წლის გიმნაზიის ბიუჯეტი და ხარჯების განაწილება.

პედაგოგიური საბჭოს სდომა დალოცა, პედაგოგებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საბოლოო შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.

პედაგოგიურმა საბჭომ 2022/2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მუშაობა დადებითად შეაფასა, რაც ხელმოწერებით იქნა დადასტურებული.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში