GE
24 აპრილი, 2023 11:06

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში პოეზიის საღამო გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში, წმიდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მე – 10 კლასმა (დამრიგებელი თორნიკე ნამორაძე) წარმოადგინა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „უსიყვარულოდ მზეც არ სუფევს ცის კამარაზე“, რომლის სცენარი და დადგმა კლასის ქართული ენისა დალიტერატურის პედაგოგმა, სკოლის მეთოდური მუშაობის ხელმძღვანელმა, წამყვანმა მასწავლებელმა მაყვალა ანთაძემ განახორციელა.

მუსიკალურად ხელოვნების პედაგოგმა მაია ნამორაძემ გააფორმა.

ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ქართველ პოეტთა ლექსებზე და ხალხური პოეზიის შედევრებზე იყო აგებული, რომლის შესანიშნავ სცენარსა და დადგმას მეათეკლასელთა ბრწყინვალე შესრულება აგვირგვინებდა.

მოსწავლეებმა ლექსების მხატვრულად წაკითხულ ლექსებთან ერთად, შეასრულეს ქართველ პოეტთა ლექსებზე შექმნილი სიმღერები.

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ღონისძიების სულისჩამდგმელის მაყვალა ანთაძის მიერ მხატვრულად წაკითხულმა ზურაბ გორგილაძის ლექსმა. დასასრულს მოსწავლეებმა შეასრულეს საგალობელი „ჩემო პატრიარქო“.

პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ: გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერი – მზიური კოჩალიძე,ხელოვნების სკოლა-პანსიონის დირექტორი ნანა ანთაძე, ხელოვნების სკოლა-პანსიონის საცხოვრებელი კამპუსის კოორდინატორი – ნინო ცეცხლაძე, გიმნაზიის კლასგარეშე ღონისძიებების მენეჯერი – რუსუდან რევაზიშვილი, ხარისხის სამსახურის მენეჯერი – მარინა გოგოლაძე.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში