GE
26 დეკემბერი, 2022 12:22

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში საშობაო-საახალწლო ღონისძიება გაიმართა

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში საშობაო-საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წმიდა მირიან და ნანას სახელობის – მე-3ა კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი თინათინ ბლიაძე) ხელოვნების სკოლა-პანსიონის ახალ საკონცერტო დარბაზში საშობაო-საახალწლო ღონისძიება გამართეს.

საზეიმო საღამოს გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, მოსწავლეთა მშობლები და გიმნაზიის პედაგოგები ესწრებოდნენ.

ლიტერატურულ-მუსიკალურმა კომპოზიციამ დამსწრე საზოგადოების საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში