თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში შემოქმედებითი გაკვეთილი „ფიზიკა და მისი როლი სასამედიცინო მეცნიერებაში” ჩატარდა
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კაბინეტში – სამედიცინო ფიზიკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიმნაზიის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი ზურაბ გოგოლაძე) შემეცნებით გაკვეთილის პრეზენტაცია „ფიზიკა და მისი როლი სამედიცინო მეცნიერებაში” ჩაატარეს.
პრეზენტაციას უძღვებოდნენ მე-10 კლასელები – ნუცა ოსტროჟნი და მარიამ ლაზიშვილი.პრეზენტაციამ საინტერესო ვითარებაში ჩაიარა და მასში ყველა მოსწავლე იყო ჩართული.პრეზენტაციის დასასრულს გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მადლობა გადაუხადა ფიზიკის პედაგოგს – ზურაბ გოგოლაძეს საინტერესო ღონისძიების მომზადებისათვის და მოსწავლეებს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის.
შემეცნებითი გაკვეთილის პრეზენტაციას ესწრებოდნენ, თავიანთი აზრი გამოთქვეს და ღონისძიება შეაფასეს: გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერმა – მზიური კოჩალიძემ, მეთოდისტმა – მარიამ ანთაძემ, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერმა რუსუდან რევაზიშვილმა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის დირექტორმა ნანა ანთაძემ.
მოსწავლეები თავიანთ პედაგოგებს ამ დღისათვის სპეციალურად დამზადებული ტორტით გაუმასპინძლდნენ.