27 დეკემბერი, 2022 12:29
თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში წინასაახალწლო ღონისძიება ჩატარდა
წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის 1 ა კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ქათევან გაგოშიძე) თავიანთ კლასში წინასაახალწლო, ლიტერატურულ – მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს.
ღონისძიებას მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები და გიმნაზიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პირველკლასელებს და მათ მშობლებს მიესალმა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია