GE
22 ნოემბერი, 2022 11:46

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის დაუვიწყარი ექსკურსია კახეთში

საქართველოს საპატრიარქოს, წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მე – 11 კლასის მოსწავლეები, პედაგოგებთან და დირექციის წარმომადგენლებთან ერთად, საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” (დირექტორი რეზო შარაბიძე) დაფინანსებით – კახეთში გაემგზავრნენ.

წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მოსწავლეებმა, მე- 19 საუკუნის, პირველი ნახევრის, ლიტერატურული მიმდინარეობის – “რომანტიზმის” ეპოქისათვის დამახასიათებელი ლიტერატურული სალონური კომპოზიცია წარმოადგინეს.

დაათვალიერეს მუზეუმი, უფრო დეტალურად გაეცნენ ქართველი რომანტიკოსების: ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ბუნების წიაღში ჩაატარეს ღია გაკვეთილი.

ასევე, თავიანთი ხელოვნება უჩვენეს მუზეუმის თანამშრომლებს. დაათვალიერეს თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ქართლ-კახეთის მეფის -ერეკლე მეორის სასახლე.

საღამოს მოსწავლეებმა მოილოცეს ალავერდის მონასტერი და მდიდარი შტაბეჭდილებებით აღვსილნი დაბრუნდნენ თბილისში.

მოსწავლეებთან ერთად კახეთში იმყოფებოდნენ: გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, საპატრიარქოს ფონდ ლაზარეს წარმომადგენლები: პროექტის კოორდინატორი – იამზე ფანცულაია, გიდი – ქეთევან მაქაძე, მძღოლი – ჯაბა დეკანოიძე, გიმნაზიის კლასგარეშე ღონისძიებათა მენეჯერი – რუსუდან რევაზიშვილი – კლასის დამრიგებელი და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი – ნანა ანთაძე, გიმნაზიის მეთოდისტი – მაყვალა ანთაძე, ისტორიის პედაგოგები – იოსებ აფაქიძე და თეა ხარაზიშვილი, ხელოვნების სკოლა-პანსიონის კამპუსის კორდინატორი – ნინო ცეცხლაძე, ექიმი- ნანა აბაშიძე.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში