თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის დირექციამ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადასულ მოსწავლესა და მის მასწავლებელს ფულადი საჩუქარი გადასცა
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის დირექციამ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადასულ მოსწავლესა და მის მასწავლებელს ფულადი ჯილდო გადასცა.
წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მე – 11 კლასის მოსწავლე ანა მაღრაძე, ინგლისურ ენაში, უმაღლესი შეფასებით, 40 ქულით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე – 3 ტურში გადავიდა. (საქართველოს მასშტაბით ასეულის სათავეშია, პირველი ნომრით).
გიმნაზიის დებულების თანახმად, ანა მაღრაძეს გიმნაზიის დირექციისაგან საჩუქრად 500 ლარი, ხოლო ინგლისური ენის პედაგოგს მზიური კოჩალიძეს – 300 ლარი გადაეცემათ.
აღსანიშნავია, რომ გიმნაზიის მოსწავლეები: ლაშა სამხარაძემ, ეკატერინე გორგაძემ, ნუცა ოსტროჟნიმ, გიორგი პაიკიძემ, ხატია აბრამიშვილმა, ასევე წარმატებით გადალახეს მე – 2 ტური, მაგრამ სამწუხაროდ ასეულში ვერ მოხვდნენ ( რამოდენიმე ქულა დააკლდათ), ამ მოსწავლეებს გიმნაზიის დირექცია სიგელებით დააჯილდოებს.