თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მორიგი წარმატება მუსიკალურ ფესტივალზე
თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის ხელოვნების სკოლა-პანსიონის მუსიკალური განყოფილების მოსწავლეთა მორიგი წარმატება ალექსი მაჭავარიანის საიუბილეო ფესტივალზე.
თბილისის ალექსი მაჭავარიანის სახელობის 26 – ე ხელოვნების სკოლაში გაიმართა ალექსი მაჭავარიანის საიუბილეო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ხელოვნების სკოლის დაფუძნების 45 წლისთავს მიეძღვნა.
მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობდნენ თბილისის მერიის ხელოვნების სკოლები და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების საკოლა-პანსიონის მუსიკალური და სახვითი ხელოვნების განყოფილებები (დირექტორი ნანა (ციცინო) ანთაძე, სახელოვნებო მიმართულების კოორდინატორი თამილა ფოლადიშვილი).
სახვითი ხელოვნების განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენით დაიწყო ფესტივალი მიმდინარე წლის 24 აპრილს, სადაც ჩვენი ფერწერის კლასის (პედაგოგი გაიოზ ზანდარაშვილი) მოსწავლეები დაჯილდოვდნენ საპატიო სიგელებით.
ხოლო 28 აპრილს, ჟიურის წინაშე საინტერესო პროგრამით წარდგნენ მუსიკალური განყოფილების მოსწავლეები:
გოგონათა აკადემიური გუნდი (პედაგოგი დალი დაბრუნდაშვილი), საფორტრპიანო კლასებების მოსწავლეები: მართა მემანიშვილი, ლილი გაჩეჩილაძე და ეკატერინე გორგაძე (პედაგოგები: ეკა სანაძე, შორენა ებრალიძე, მაია თუშიშვილი), ხალხურ საკრავთა ანსამბლი (ხელმძღვანელი მალხაზ ქოიავა).
გუნდებს და ინდივიდუალურ შემსრულებლებს გადაეცათ ფესტივალის ლაურეატის დიპლომები და საპატიო სიგელები, ასევე დაჯილდოვდნენ ხელოვნების სკოლა-პანსიონი და დირექტორი ნანა ანთაძე.
მუსიკალური ნომრების დასრულების შემდეგ, ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მოსწავლეთა მშობლებმა გადაიღეს სამახსოვრო სურათები