3 აპრილი, 2023 11:53
თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ
წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ოკუპაციის სივრცეში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებს მეგზურობას უწევდა მუზეუმის თანამშრომელი ირინე მელიქიშვილი, რომელიც ბავშვებს ესაუბრა რუსეთის მიერ, საქართველოს პირველი (1801 წ) და მეორე (1921 წ) ოკუპაციის შესახებ.
გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მოსწავლეებისათვის ჩაატარა გაკვეთილი, სადაც ესაუბრა 1991 წლის 31 მარტის, საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.