GE
15 ივნისი, 2023 14:31

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები წინადალს ესტუმრნენ

წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის VIII ა კლასის მოსწავლეები და მშობლები (დამრიგებელი თამთა ხარატიშვილი), საგანმანათლებლო შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში.

მოსწავლეებმა კიდევ უფრო ახლოს გაიცნეს მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები. აღიქვეს ის გარემო რომელშიც ცხოვრობდა რომანტიზმის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი, დაათვალიერეს ნივთები, რომელიც ეკუთვნოდა მწერალს.

შემდეგ მოინახულეს და მოილოცეს XVl საუკუნის შუამთის მონასტერი ნანახმა დიდი შთაბეჭდილება დაუტოვა მოსწავლეებს.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში