GE
10 აპრილი, 2023 10:11

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, ტრადიციულად, საქართველოს პარლამენტთან, გმირთა მემორიალთან, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს თავისუფლებისათვის თავგანწირული მამულიშვილების ხსოვნას პატივი მიაგეს.

გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ სამშობლოსათვის მებრძოლი გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.

ამასთანავე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა გიმნაზიის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, აგრეთვე მემორიალთან მყოფ საზოგადოებას, გაიხსენა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საინტერესო დღეები და 1991 წლის 9 აპრილი, როდესაც საქართველოს უზენაესმა საბჭომ, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში