თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა ისტორიკოსს, პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს უმასპინძლეს
წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში, ისტორიისა და ლიტერატურის კლუბის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მკვლევართან, პროფესორ სერგო ვარდოსანიძესთან.
საუბრის თემა იყო “თებერვლის მოვლენები” დავით აღმაშენებლის ხსენება, თბილისის უნივერსიტეტის დაარსება, ბრძოლა თავისუფლებისათვის და საქართველოს ოკუპაცია.
ბატონმა სერგომ საინტერესოდ მიმოიხილა საქართველოს ისტორია მე – 11 -მე -12 საუკუნეებში, დავით აღმაშენებლის წინაშე მდგომი გამოწვევები და მის მიერ გატარებული რეფორმები, რამაც საქართველოს გაერთიანება და გაძლიერება გამოიწვია.
მომხსენებელი შეეხო მე-19 საუკუნის თერგდალეულთა მოღვაწეობას, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიზნებს, რომელსაც სათავეში ილია ჭავჭავაძე ედგა, ქართველ პატრიოტთა ბრძოლას – საქართველოს ეროვნულ – კულტურული ავტონომიის მოპოვების, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებისათვის.
მოსწავლეები გაეცვნენ შემდგომში განვითარებულ მოვლებებს: – უნივერსიტეტის დაფუძნებას, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, საქართველოს კონსტიტუციიის მიღებას, ქართული არმიისა და ახალგაზრდა იუნკრების ბრძოლას დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას.