თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე წარმოადინეს
წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წმიდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მე – 10 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს პროექტი – პრეზენტაცია სახელწოდებით ,,ქართული ენის ისტორია”, რომელიც შეეხებოდა ქართულ ანბანსა და დამწერლობას დასაბამიდან დღემდე.
პრეზენტაციაზე განხილული იყო ქართული ენისა და დამწერლობის ეტაპობრივი ცვლილებები. ასევე ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს სახალისო ვიქტორინა -,,რამდენად კარგად ვიცით ქართული ენა” , სადაც გამოყენებული იყო ძველი ქართული სიტყვები და ინგლისურადვე გადმოგვცეს ძველი ქართული გამოცანები.
პრეზენტაცია მოამზადა კლასის ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნათია პაპინაშვილმა.
პრეზენტაციას მაღალი შეფასება მისცეს: უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელმა – ინგა ჩადუნელმა, სასწავლო პროცესების მენეჯერმა, ინგლისური ენის პედაგოგმა – მზიური კოჩალიძემ, მეთოდური მუშაობის ხელმძღვანელმა – მაყვალა ანთაძემ, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერმა რუსუდან რევაზიშვილმა.
პრეზენტაციას ესწრებოდა გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და პედაგოგს ნათია პაპინაშვილს ასეთი საინტერესო და შინაარსიანი ღონისძიებისათვის.