GE
13 მარტი, 2023 13:31

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი ახალგაზრდების ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, თბილისის სასულიერო სემინარიის პირველკურსელებთან ერთად, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ დახვრეტილი ქართველი ახალგაზრდების ხსოვნას.

დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, მოსწავლეებსა და სტუდენტებს მოუთხრო 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიის შესახებ, როცა საბჭოთა ჯარი სასტიკად გაუსწორდა ქართველ ახალგაზრდებს და მაშინდელი ოფიციალური მონაცემებით 27, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით 100 – ზე მეტი დემონსტრანტი იქნა დახვრეტილი.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში