28 მაისი, 2018 14:01
თანამედროვე განათლების აკადემია 1-ლ ივნისს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე გიწვევთ
თანამედროვე განათლების აკადემია აგრძელებს ტრადიციას და წელსაც, ბავშვთა დაცვის დღეს, 1-ლ ივნისს გეპატიჟებათ აკადემიის სკოლის მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება ბავშვების მიერ დამზადებული ფერწერული ნამუშევრები, თიხის ნაკეთობები, მუსიკალური და საცეკვაო ნომრები. ამ დღისთვის აკადემიელები განსაკუთრებულად ემზადებიან, რადგან იციან, შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება გაჭირვებულ ოჯახებს.
ღონისძიება 1-ლ ივნისს 11:00 საათიდან დაიწყება.
-
CEA-ის მოსწავლეებისთვის ქიმია-ფიზიკის და ბიოლოგიის ლაბორატორიები ყველაზე საყვარელი ადგილებია. by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემიში (CEA) ჩატარდა მოსწავლეთა მესამე სასკოლო კონფერენცია by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემია (CEA) – გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)