თანამედროვე განათლების აკადემია 5 წლის გახდა
თანამედროვე განათლების აკადემია 5 წლის გახდა. საიუბილეო თარიღის აღნიშვნა ტრადიციული კონცერტით, რომელსაც აკადემია დაფუძნების დღიდან ყოველ წელს ატარებს, ვერ მოხერხდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, თუმცა მასწავლებლებისგან, მოსწავლეებისგან, მშობლებისგან, საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე სპეციალისტებისგან, ცნობილი მსახიობებისა და მომღერლებისგან მილოცვები ონლაინ ფორმატში მიიღეს.
“თანამედროვე განათლების აკადემიას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ჩვენ მუდამ ვგრძნობთ მათ კეთილგანწყობას და მხარდაჭერას რისთვისაც თითოეულ მათგანს დიდ მადლობას ვუხდით.
თანამედროვე განათლების აკადემიას დაბადების დღე მოულოცეს განათლების სფეროში მომუშავე წამყვანმა სპეციალისტებმა, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ მომავალი თაობების აღზრდაში და მათ განვითარებაში. მათი შეფასებები, მოსაზრებები მნიშვნელოვანია ჩვენი აკადემიისთვის ვინაიდან ეს გვაძლევს მეტ სტიმულს ვიყოთ უწყვეტ განვითარებაზე ორიენტირებული, წარმატებული და საგანმანათლებლო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი”, – აღნიშნეს სკოლაში.
-
CEA-ის მოსწავლეებისთვის ქიმია-ფიზიკის და ბიოლოგიის ლაბორატორიები ყველაზე საყვარელი ადგილებია. by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემიში (CEA) ჩატარდა მოსწავლეთა მესამე სასკოლო კონფერენცია by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემია (CEA) – გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)