17 დეკემბერი, 2021 22:57
“თანამედროვე განათლების აკადემია” ფონდ “ცხოვრება მშვენიერია”-თან ერთად საქველმოქმედო ღონისძიებას ახორციელებს
“თანამედროვე განათლების აკადემია” ყოველწლიურად ახორციელებს საქველმოქმედო აქციას, რომლის მიზანიც პატარა აკადემიელებში ემპათიისა და გაზიარების უნარების ჩამოყალიბებაა.
“თანამედროვე განათლების აკადემია” ფონდ “ცხოვრება მშვენიერია”-თან ერთად ახორციელებს საქველმოქმედო ღონისძიებას რომლის ფარგლებშიც დავეხმარებით მრავალშვილიან სოციალურ დაუცველ ოჯახებს. შემოსულ პროდუქტებს ჩვენი მოსწავლეები ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაარიგებენ 25 დეკემბერს.
გვსურს, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებს და აკადემიის ყველა მეგობარს, ვინც წვლილი შეიტანა კეთილი საქმის გაკეთებაში და ჩაერთო საქველმოქმედო აქციაში! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ სამყაროს შეცვლას უკეთესობისკენ.
-
CEA-ის მოსწავლეებისთვის ქიმია-ფიზიკის და ბიოლოგიის ლაბორატორიები ყველაზე საყვარელი ადგილებია. by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემიში (CEA) ჩატარდა მოსწავლეთა მესამე სასკოლო კონფერენცია by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემია (CEA) – გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)