GE
15 ნოემბერი, 2019 11:42

თანამედროვე განათლების აკადემია გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტს „მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ შეუერთდა

თანამედროვე განათლების აკადემია შეუერთდა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტს „მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ (The World’s Largest Lesson).

პროექტი გულისხმობს გაკვეთილის ჩატარებას ერთდროულად მსოფლიოს სხვადასხვა სკოლაში გაერო-ს მიერ შემუშავებული “მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გასაცნობად.

გაკვეთილი ჩვენი საქართველოს მასწავლებელმა ირმა ორჯონიკიძემ და ინგლისური ენის მასწავლებელმა გიორგი კვიკვინიამ ჩაატარეს VI კლასში.

გაკვეთილზე შესაბამისი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით მოსწავლეებმა იმსჯელეს:

  • მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე;
  • ბავშვთა უფლებები დააკავშირეს გლობალური დათბობის შედეგად წარმოქმნილი საფრთხეების შემცირებასთან;
  • იმსჯელეს გლობალური დათბობის საფრთხეებსა და მათი პრევენციის გზებზე;

მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეო, დაამზადეს პოსტერები.

გაკვეთილის მიზანი შეესაბამებოდა მდგრადი განვითარების მეცამეტე მიზანს “კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება”.

“თანამედროვე განათლების აკადემია ზრუნავს მოსწავლეების პროგრესზე, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სამყაროს შეცვლა ჩვენი დახმარებით”, – აღნიშნეს სკოლაში.

თანამედროვე განათლების აკადემია