26 მაისი, 2020 12:49
თანამედროვე განათლების აკადემია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
თანამედროვე განათლების აკადემია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 102 წლის წინ,1918 წლის 26 მაისს საქართველო რუსეთის იმპერიას გამოეყო და დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხდდა – ეროვნულმა საბჭომ “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი” მიიღო.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის ქვეყნებმა ცნეს, არსებობა 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის და ანექსიის გამო შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
იხილეთ ვიდეო