თანამედროვე განათლების აკადემია კურსდამთავრებულებს წამყვან უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. თანამედროვე განათლების აკადემიის კურსდამთავრებულები წელსაც წამყვან უმაღლესებში ჩაირიცხნენ.
„თანამედროვე განათლების აკადემია“ ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს საქართველოში წამყვან კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვას და დაფინანსების მოპოვებას! „თანამედროვე განათლების აკადემია“ უსურვებს მათ წარმატებებს ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. ჩვენ გვეამაყება თითოეული მოსწავლის წარმატება, განსაკუთრებით ამაყები ვართ, როდესაც ეს წარმატება ჩვენს კურსდამთავრებულებს ეხებათ, ვინაიდან ასეთ დროს ყველაზე კარგად ჩანს სწავლის შედეგი!
თანამედროვე განათლების აკადემია ზრუნავს მოსწავლეების პროგრესზე, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სამყაროს შეცვლა ჩვენი დახმარებით!”, – ვკითხულობთ სკოლის განცხადებაში.