GE
14 აგვისტო, 2020 16:05

თანამედროვე განათლების აკადემიამ ავტორიზაციის პროცესი წარმატებით გაიარა

„თანამედროვე განათლების აკადემიამ“ წარმატებით გაიარა და დაასრულა ავტორიზაციის პროცესი. აკადემიის საქმიანობა შეფასდა შემდეგი სამი მიმართულებით: დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური და ადამიანური რესურს. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და საამაყოა ის ფაქტი, რომ აკადემიას არც ერთი შენიშვნა არ მიუღია ავტორიზაციის საბჭოს წევრებისგან. ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე ხაზი გაესვა აკადემიის საუკეთესო პრაქტიკას:

სასწავლო პროცესში სწავლების ინტერაქტიური, პრობლემებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებისა და კონსტრუქტივისტული პრინციპების გამოყენებით ხდება მოსწავლეთა მომზადება, რაც მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს.

აკადემია გადავიდა სასწავლო პროცესის დაგეგმვის „ახალი სკოლის მოდელზე“ და აღნიშნულ პრინციპებზე დაყრდნობით, 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში სრულად და სრულყოფილად შეძლო გადასულიყო სწავლების დისტანციურ ფორმატზე.

აკადემია ინტენსიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ უნივერსიტეტთან, პროფესიულ სასწავლებელსა და განათლების მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა ცენტრთან.

აკადემია მუდმივად აქტიურადაა ჩართული სტუდენტთა მომზადების პროცესში – უზრუნველყოფს მათ საუკეთესო პრაქტიკით, მაგალითად, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აკადემიამ მიიღო და დისტანციურ რეჟიმში აქტიური პრაქტიკა გაატარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 82 სტუდენტს და სხვ.

აკადემია შემართებით იწყებს ახალ სასწავლო წელს და საინტერესო სიახლეებით
დატვირთულ წელს ჰპირდება სასკოლო საზოგადოებას.

Aris.ge - განათლება განათლება