16 ნოემბერი, 2018 17:51
თანამედროვე განათლების აკადემიას ცნობილი ქართველი მორაგბე დავით კაჭარავა ესტუმრა
თანამედროვე განათლების აკადემიას პროფესიული კვირეულის ფარგლებში ცნობილი ქართველი მორაგბე დავით კაჭარავა ესტუმრა.
წარმატებულმა სპორტსმენმა მოსწავლეებთან სპორტის მნიშვნელობაზე, საკუთარ გამოცდილებაზე, პროფესიულ წარმატებასა და მიღწევებზე ისაუბრა.
ბავშვებმა მოისმინეს სასარგებლო რჩევები, თუ როგორ დაგეგმონ თავიანთი სპორტული კარიერისკენ მიმავალი გზა და რა ძალისხმევაა საჭირო წარმატების მისაღწევად.
შეხვედრა ძალიან საინტერესო და აქტიური აღმოჩნდა. მოსწავლეებმა მიიღეს პასუხი მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.
-
CEA-ის მოსწავლეებისთვის ქიმია-ფიზიკის და ბიოლოგიის ლაბორატორიები ყველაზე საყვარელი ადგილებია. by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემიში (CEA) ჩატარდა მოსწავლეთა მესამე სასკოლო კონფერენცია by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემია (CEA) – გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)