თანამედროვე განათლების აკადემიას GIPA-ს მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი ნიკოლოზ აბუაშვილი სტუმრობდა
თანამედროვე განათლების აკადემიას კვლავაც აქტიურად სტუმრობენ სკოლის მოსწავლეების მშობლები, რომლებიც საუბრობენ თავიანთ პროფესიაზე, ასევე განიხილავენ ბავშვებისთვის საინტერესო თემებს.
ამჯერად თანამედროვე განათლების აკადემიის სტუმარი იყო ნიკოლოზ აბუაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი და პროფესორი.
პროფესორმა შეხვდა მე-8, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებს. შეხვედრის ფარგლებში მან და სკოლის აღსაზრდელებმა ისაუბრეს შემდეგ თემებზე: როგორ შევქმნათ წარმატება და რა არის საჭირო იმისათვის, რომ ვიყოთ წარმატებულები.
ბავშვებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და აქტიურად ჩაერთნენ სახალისო თამაშობებში.
“შეხვედრა ძალიან საინტერესო და აქტიური აღმოჩნდა. დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ნიკოლოზს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.