GE
2 თებერვალი, 2018 17:13

თანამედროვე განათლების აკადემიას ჟურნალისტი ნინო ჭანტურაია სტუმრობდა

თანამედროვე განათლების აკადემიაში მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი საინტერესო პროცესი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრაა. სკოლის ინფორმაციით, ამ კუთხით აკადემიას საკმაოდ აქტიურად სტუმრონს მათი მოსწავლეების მშობლებიც.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ინტეგრირებული პროექტის ფარგლებში – „ჯანსაღი კვება“,  თანამედროვე განათლების აკადემიის მე-8 კლასის მოსწავლეები გეგმავენ მოსახლეობის გამოკითხვას.

სწორედ ამ მიზნით, აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ცნობილი ჟურნალისტი ნინო ჭანტურაია, რომელმაც ბავშვებს რეკომენდაციები მისცა თემაზე – „როგორ გამოვკითხოთ საზოგადოება“. განუმარტა მათ რა არის საინტერესო ინტერვიუს პრინციპები, როგორ უნდა მოემზადნონ ინტერვიუსთვის, რა არის მთავარი საჭირო პასუხების მისაღებად, რა ძირითადი წესები აქვს ინტერვიუს, როგორ უნდა დასვან კითხვები და შეხვედრის ბოლოს მათთვის საინტერესო უამრავ კითხვას უპასუხა.

თანამედროვე განათლების აკადემია