GE
28 მარტი, 2019 10:40

თანამედროვე განათლების აკადემიაში 2 აპრილს ღია კარის დღე გაიმართება

თანამედროვე განათლების აკადემია აცხადებს მოსწავლეთა რეგისტრაციას 2019-2020 სასწავლო წლისთვის. ამასთან დაკავშირებით 2 აპრილს, 17:00 საათზე, თანამედროვე განათლების აკადემია გიწვევთ ღია კარის დღეზე დასასწრებად, სადაც შესაძლებლობა გექნებათ დეტალურად გაეცნოთ:
სასწავლო პროგრამებს,

შეხვდეთ და პირადად გაესაუბროთ აკადემიის კათედრის ხელმძღვანელებს,
დაათვალიეროთ აკადემიის შიდა და გარე პერიმეტრი და ინფრასტრუქტურა.
ღია კარის დღეზე ასევე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას აკადემიაში ჩარიცხვასა და თქვენთვის საინტერესო ყველა სიახლეზე.

Aris.ge - განათლება განათლება