GE
29 ოქტომბერი, 2018 15:43

თანამედროვე განათლების აკადემიაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე სემინარი ჩატარდა

26 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ მხარდაჭერით თანამედროვე განათლების აკადემიაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე სემინარი ჩატარდა. სემინარს უძღვებოდა გერმანელი ტრენერი შარლოტა ვასერი.

უცხოელი ტრენერის ვიზიტი მოზარდების ცნობიერების ამაღლებას, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის შესახებ ინფორმირებასა და ცოდნის გაღრმავებას ემსახურებოდა.

შარლოტა ვასერის ვიზიტი აკადემიაში საინტერესო და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა. მოეწყო მოკლე ისტორიული ექსკურსი ადამიანის უფლებების წარმოშობის, მისი სოციალური ფესვებისა და განვითარების ძირითადი ეტაპების შესახებ.

ბავშვებმა გამოიჩინეს აქტიურობა, დაისვა საინტერესო შეკითხვები. გამოითქვა აზრი, რომ ასეთი შეხვედრები მომავალშიც განხორციელდეს.

თანამედროვე განათლების აკადემია