27 თებერვალი, 2019 15:02
თანამედროვე განათლების აკადემიაში ფრანგული ენის გაკვეთილებს ფრანგი ასისტენტი ატარებს
თანამედროვე განათლების აკადემიასა და ასოციაცია „AGIRabcd Loire Océan“ შორის პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე 2016 წლიდან ყოველ სასწავლო წელს აღნიშნული ასოციაცია აგზავნის წარმომადგენელს – ფრანგ ასისტენტ მასწავლებელს, რომელიც ფრანგული ენის ადგილობრივ მასწავლებელთან თანამშრომლობს გაკვეთილის დაგეგმვის, ჩატარებისა და შეჯამების პროცესში.
მიმდინარე სასწავლო წელს, მე-2 სემესტრში სკოლაში გაკვეთილებს ატარებს ფრანგი ასისტენტი მასწავლებელი ფრანსუაზ ფერე.