20 თებერვალი, 2020 10:20
თანამედროვე განათლების აკადემიაში გაეროს მოდელირება დაიწყო
თანამედროვე განათლების აკადემიაში დაიწყო გაეროს მოდელირება, რომელიც გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში. გაეროს მოდელირებაში მონაწილეობას იღებენ აკადემიის მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ გაეროს მოდელირება წარიმართება ინგლისურ ენაზე. მოსწავლეები მოდელირების პროცესში ხდებიან დიპლომატები, ისინი წარადგენენ და დაიცავენ საკუთარი ქვეყნების პოზიციებს, მართავენ დებატებსა და მოლაპარაკებებს ასევე მოკავშირეებთან ერთად წარადგენენ რეზოლუციას, როგორც მთელი კონფერენციის საბოლოო შედეგს.
გაეროს მოდელირების მიზანია:
- მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები;
- გაიღრმავონ ლიდერული თვისებები;
- ახლოს გაიცნონ გაეროს მუშაობის პრინციპები.
თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის მე-10 კლასის მოსწავლეს თათული შავიშვილს გაეროს მოდელირების ორგანიზებისა და მასში აქტიურო მონაწილეობისთვის.
-
CEA-ის მოსწავლეებისთვის ქიმია-ფიზიკის და ბიოლოგიის ლაბორატორიები ყველაზე საყვარელი ადგილებია. by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემიში (CEA) ჩატარდა მოსწავლეთა მესამე სასკოლო კონფერენცია by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემია (CEA) – გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)

