თანამედროვე განათლების აკადემიაში ჰელოუინის დღესასწაული მხიარულებით აღინიშნა
ჰელოუინის დღესასწაული მხიარულებით აღინიშნა “თანამედროვე განათლების აკადემიაში”. წლის ყველაზე საშიშ წვეულებაზე მოსწავლეებისა და მასწავლებლების საჰელოუინე განწყობაზე დიდი მონდომებით იზრუნეს მოსწავლეებმა, რომლებმიც სხვადასხვა გმირის კოსტუმში ჩაცმულები ტრადიციისამებრ პედაგოგებსა და ერთმანეთს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
ჰელოუინს დღესასწაული ტრადიციულად 31 ოქტომბერს აღინიშნება. გადმოცემით, საფრანგეთის, ინგლისისა და ირლანდიის კელტები წელიწადს ორ ნაწილად ჰყოფდნენ – ზაფხულისა და ზამთრის სეზონებად. ამიტომ 31 ოქტომბერს, რომელიც სიმბოლურად მოსავლის აღების დასასრულს აღნიშნავდა, მიიჩნევდნენ მიმავალი წლის ბოლო და ახალ, ზამთრის სეზონზე გადასვლის დღედ. კელტებს სწამდათ, რომ მიმავალი წლის ბოლო ღამეს – მას სამაინს ან სამჰეინს უწოდებდნენ – იშლებოდა ზღვარი ცოცხლებსა და მკვდრებს შორის.
-
CEA-ის მოსწავლეებისთვის ქიმია-ფიზიკის და ბიოლოგიის ლაბორატორიები ყველაზე საყვარელი ადგილებია. by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემიში (CEA) ჩატარდა მოსწავლეთა მესამე სასკოლო კონფერენცია by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემია (CEA) – გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)



