თანამედროვე განათლების აკადემიაში მორალური და ღირებულებითი განათლების ხელშეწყობის მიზნით ვორქშოფი ჩატარდა
2017 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზალცბურგის უნივერსიტეტის, გოეთეს ინსტიტუტისა, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის და ავსტრიის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით შემუშავდა ერთობლივი პროექტი ,,ღირებულებებისა და ცოდნის განათლების პროგრამა“ – Values and Knowledge Education (VaKE).
პროექტის მიზანია მასწავლებელთა მოსამზადებელ პროგრამებსა და მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამებში VaKE-ის ინტეგრირება. თანამედროვე განათლების აკადემიაში, სტუდენტების და აკადემიის მასწავლებლებისთვის ილიას უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების პროფესორმა ეკატერინე შავერდაშვილმა და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა თამარ მოსიაშვილმა ჩაატარეს სამუშაო შეხვედრა.
მორალური და ღირებულებითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ვორქშოფზე დაიგეგმა VaKE-ის მოდელის აკადემიაში გამოცდის ჩარჩო, გაკვეთილის ჩატარების თარიღი და შემუშავდა საგნობრივი დილემები.
-
CEA-ის მოსწავლეებისთვის ქიმია-ფიზიკის და ბიოლოგიის ლაბორატორიები ყველაზე საყვარელი ადგილებია. by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემიში (CEA) ჩატარდა მოსწავლეთა მესამე სასკოლო კონფერენცია by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემია (CEA) – გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)