GE
4 დეკემბერი, 2019 13:13

თანამედროვე განათლების აკადემიაში მოსწავლეებმა ხელნაკეთი გაზეთის “CEA არტ მედია” პრეზენტაცია გამართეს

თანამედროვე განათლების აკადემიის არტ მედია კლუბის წევრებმა წარმოადგინეს ხელნაკეთი გაზეთის “CEA არტ მედია” გამოფენა.

გამოფენაზე ისაუბრეს კლუბის ფარგლებში შესწავლილ თემებზე:

  • ნიკო ფიროსმანის შემოქმედება,
  • მსოფლიო კინოს დაბადება,
  • ძმები ლუმიერების შემოქმედება,
  • ქართული დოკუმენტური ფილმი,
  • ქართული გაზეთი ივერია,
  • მეტყველების კულტურა

მოსწავლეებმა დამატებით მოიძიეს მასალები, დაასურათეს და აკინძეს ხელნაკეთ გაზეთებად.

გაზეთის პრეზენტაციას – გამოფენა პერფომანსის სახე ჰქონდა. დაიდგა იმიტირებული შოუ, რომელზეც კლუბის წევრები კითხულობდნენ ენის გასატეხს. იმიტირებულ შოუს ჰყავდა რესპოდენტი. ჟურნალისტის როლი კლუბის წევრებმა მოირგეს. მათ მიერ ექსპრომტად დასმულ შეკითხვებს კი მოწვეული სტუმარი პოეტი ნიკა ფუტკარაძე პასუხობდა.

თანამედროვე განათლების აკადემია