GE
11 თებერვალი, 2021 16:55

თანამედროვე განათლების აკადემიაში მოსწავლეთა მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

დაიწყო რეგისტრაცია „თანამედროვე განათლების აკადემიის“ სკოლაში, ბაღსა და ფრესქულში.

“შვილისთვის შესაბამისი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემოს შერჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ თქვენი შვილის აკადემიური, სოციალური და ემოციური განვითარებისათვის საუკეთესო გარემოს შერჩევაში. თანამედროვე განათლების აკადემიის მეგობრული, საინტერესო გარემო მოსწავლეებს საკუთარი აკადემიური და პიროვნული პოტენციალის სრულად გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.

სკოლა გთავაზობთ:

  • სწავლების თანამედროვე, ბავშვის მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომებს;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საკლასო ოთახებსა და საგნობრივ ლაბორატორიებს;
  • დღის გახანგრძლივებულ რეჟიმს (09:00 – 18:00);
  • ექიმის რეკომენდაციით შედგენილ ჯანსაღი კვების რაციონს;
  • სამეცნიერო, სახელოვნებო და სპორტულ კლუბების ფართო არჩევანს;
  • ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეთა ჩართულობას;
  • საზაფხულო სკოლებს ევროპასა და ამერიკაში;
  • წლიური გადასახადი მოიცავს მიზნობრივ ექსკურისებს. ასევე, დედმამიშვილზე მოქმედებს 10% ფასდაკლება.

რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.

თანამედროვე განათლების აკადემია