2 ოქტომბერი, 2019 13:35
თანამედროვე განათლების აკადემიაში მოსწავლეთა თვითმმართველი ორგანოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდა
2 ოქტომბერს თანამედროვე განათლების აკადემიაში ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველი ორგანოს პარლამენტის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აკადემიის საშუალო და საბაზო კლასის მოსწავლეებმა.
მოსწავლეთა თვითმმართველობის მიზანს წარმოადგენს, აკადემიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა; მოსწავლეებში აკადემიისადმი მიკუთვნებულობის გრძნობის გაძლიერება და აკადემიის ცნობადობის ამაღლება.
მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:
- მოსწავლეებში მოქალაქეობრივი კომპეტენციების (ღირებულებები, დამოკიდებულებები, უნარები და ცოდნა) განვითარება;
- სამოქალაქო აქტივობებთან დაკავშირებული მოსწავლეთა ინიციატივების წახალისება და მხარდაჭერა;
- მოსწავლეებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება;
- სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო და სოციალური აქტივობების, პროექტების, კონკურსების და ა.შ. ორგანიზება და მათში მოსწავლეთა მონაწილეობა;
- აკადემიის მართვაში მათი კომპეტენციის ფარგლებში;
- მოსწავლის მიერ საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება.
ხმის დათვლის პროცედურების შემდგომ გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
- წულაია ლევანი
- ყურაშვილი ლუკა
- პაპაშვილი ანა
- ჩაჩუა ანასტასია
- ნადარეიშვილი ალექსანდრე
- ხუხუნაიშვილი ნიკოლოზი
- მამესწარაშვილი თეკლა
- სიხუაშვილი ნინი
- შავიშვილი თათული
- კუნჭულია გიორგი
- ჭელიძე ტატო
“თანამედროვე განათლების აკადემია წარმატებებს უსურვებს გამარჯვებულ მოსწავლეებს ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მომავალი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და შედეგიანი”, – აღნიშნეს სკოლის დირექციაში.