GE
11 იანვარი, 2019 17:45

თანამედროვე განათლების აკადემიაში სკოლისა და ბაღის მასწავლებლებისათვის ტრენინგები ჩატარდა

9-11 იანვარს თანამედროვე განათლების აკადემიაში ჩატარდა ტრენინგები სკოლისა და ბაღის მასწავლებლებისათვის. ტრენინგებს ატარებდნენ აკადემიის დირექტორი ბატონი გიორგი ნოზაძე და სასწავლო პროცესის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ქალბატონი მაია ბაქრაძე.

სკოლის ტრენინგები შეეხებოდა გაკვეთილის დაგეგმვას, მოსწავლეთა მოტივაციასა და კლასის მართვას, შეფასებასა და დიფერენცირებულ სწავლებას.

სკოლამდელთა აღზრდის ცენტრის სატრენინგო თემები მოიცავდა ბავშვის კოგნიტურ განვითარებას, რთული ქცევის მართვას.

“დიდ მადლობას ვუხდით ბატონ გიორგის და ქალბატონ მაიას ძალიან საინტერესო ტრენინგებისათვის”, -აღნიშნეს სკოლაში.

თანამედროვე განათლების აკადემია