7 ივნისი, 2019 12:34
თანამედროვე განათლების აკადემიაში სპექტაკლი “ოქროს საწმისი” ფრანგულ ენაზე წარადგინეს
თანამედროვე განათლების აკადემიაში ჩატარდა სპექტაკლი “ოქროს საწმისი” . მე-11, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს ლეგენდა არგონავტებსა და კოლხ ქალ მედეაზე. სპექტაკლი ფრანგულ ენაზე წარიმართა.
რეჟისორი აკადემიის მოწვეული, ფრანგი მასწავლებელი ჟაკ გოდიე და ფრანგული ენის მასწავლებელი ლალი ლალიაშვილი იყვნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები ფრანგული ინსტიტუტიდან. თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის ჟაკ გოდიესა და ფრანგული ენის პედაგოგს ლალი ლალიაშვილს არასტანდარტული და ძალიან საინტერესო სპექტაკლის დადგმისთვის.
-
CEA-ის მოსწავლეებისთვის ქიმია-ფიზიკის და ბიოლოგიის ლაბორატორიები ყველაზე საყვარელი ადგილებია. by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემიში (CEA) ჩატარდა მოსწავლეთა მესამე სასკოლო კონფერენცია by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემია (CEA) – გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)



