11 დეკემბერი, 2019 15:46
თანამედროვე განათლების აკადემიაში, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, სპექტაკლი “ფიფქია და შვიდი მოძალადე ჯუჯა” დაიდგა
თანამედროვე განათლების აკადემიის მე-10 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა, აკადემიის ეკოკლუბის “CEA განვითარებისთვის” ინიციატივით, აკადემიაში მიმდინარე თანასწორობის კვირეულის ფარგლებში მე-4 კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს სპექტაკლი სახელწოდებით “ფიფქია და შვიდი მოძალადე ჯუჯა”.
აღსანიშნავია, რომ სცენარის ავტორი და რეჟისორი ეკოკლუბის წევრი, მე-10 კლასის მოსწავლე, ნიკა ხუხუნაიშვილი იყო.
სპექტაკლში მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი თინათინ ივანიშვილი.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს სპექტაკლის მთავარ იდეაზე.
ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სამყაროს შეცვლა ჩვენი დახმარებით!
-
CEA-ის მოსწავლეებისთვის ქიმია-ფიზიკის და ბიოლოგიის ლაბორატორიები ყველაზე საყვარელი ადგილებია. by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემიში (CEA) ჩატარდა მოსწავლეთა მესამე სასკოლო კონფერენცია by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემია (CEA) – გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)