GE
3 დეკემბერი, 2021 12:40

თანამედროვე განათლების აკადემიაში თვითმმართველი ორგანოს არჩევნები ჩატარდა

“თანამედროვე განათლების აკადემიაში” ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველი ორგანოს, პარლამენტის, არჩევნები რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიის მოსწავლეებმა.

მოსწავლეთა თვითმმართველობის მიზანს წარმოადგენს, აკადემიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა; მოსწავლეებში აკადემიისადმი მიკუთვნებულობის გრძნობის გაძლიერება და აკადემიის ცნობადობის ამაღლება.

მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

მოსწავლეებში მოქალაქეობრივი კომპეტენციების (ღირებულებები, დამოკიდებულებები, უნარები და ცოდნა) განვითარება;

სამოქალაქო აქტივობებთან დაკავშირებული მოსწავლეთა ინიციატივების წახალისება და მხარდაჭერა;

მოსწავლეებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება;

სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო და სოციალური აქტივობების, პროექტების, კონკურსების და ა.შ. ორგანიზება და მათში მოსწავლეთა მონაწილეობა;

აკადემიის მართვაში მათი კომპეტენციის ფარგლებში;

მოსწავლის მიერ საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება.

EDU.ARIS.GE - სკოლები