24 მარტი, 2021 12:38
,,თანამედროვე განათლების აკადემიაში“ უფროსკლასელებისთვის ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე: ,,განათლების შესაძლებლობები აშშ-ში“
“თანამედროვე განათლების აკადემიაში” უფროსკლასელებისთვის EducationUSA აშშ-ის ქსელის კონსულტანტმა ქ-ნ დალი ხომერიკმა ჩაატარა პრეზენტაცია თემაზე: განათლების შესაძლებლობები აშშ-ში.
“თანამედროვე განათლების აკადემია” მადლობას უხდის ქალბატონ დალის საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის. ,,ჩვენ ვზრუნავთ მოსწავლეების პროგრესზე და მუდმივად ვმუშაობთ, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სამყაროს შეცვლა ჩვენი დახმარებით“, – განაცხადა სკოლის ადმინისტრაციამ.