GE
23 ივლისი, 2020 09:35

თანამედროვე განათლების აკადემიაში წარმატებით ფუნქციონირებს TED ed-ის კლუბი

კერძო სკოლა “თანამედროვე განათლების აკადემია”-ში წარმატებით ფუნქციონირებს TED ed -ის კლუბი, რომლის მიზანია VI-X კლასების მოსწავლეებში უცხოურ ენაზე საკომუნიკაციო უნარების განვითარების ხელშეწყობა, ასევე საჯარო გამოსვლის ტექნიკის დაუფლება.

TED ed-ის პლატფორმის მეშვეობით აკადემიის მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი ორიგინალური იდეების გაზიარება, როგორც უცხოელი თანატოლებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.

კერძო სკოლა “თანამედროვე განათლების აკადემიის” მოსწავლეები ვიდეოში გვიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს და იმ გამოცდილებას რომელიც მიიღეს TED ed-ის კლუბიდან.

იხილეთ ვიდეო

“თანამედროვე განათლების აკადემია ზრუნავს მოსწავლეების პროგრესზე, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სამყაროს შეცვლა ჩვენი დახმარებით”, – გვითხრეს სკოლაში.

TED ed -ის კლუბის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

თანამედროვე განათლების აკადემია