GE
28 აპრილი, 2020 17:42

თანამედროვე განათლების აკადემიის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მოთხრობები ინგლისურ ენაზე წაიკითხეს

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თანამედროვე განათლების აკადემიის მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა დისტანციურად სწავლების ფორმატში ინგლისურ ენაზე წაიკითხეს მოთხრობები: “I can save the earth” და “The earth book” მოსწავლეებმა ასევე იმსჯელეს იმ ძირითად პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე რომლის წინაშეც დღეს დედამიწა დგას.

თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის ინგლისური ენის მასწავლებელს გიორგი კვიკვინიას საინტერესოდ წარმართული დისტანციური გაკვეთილებისთვის.

“თანამედროვე განათლების აკადემია ზრუნავს მოსწავლეების პროგრესზე ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სამყაროს შეცვლა ჩვენი დახმარებით”, – აღნიშნეს სკოლაში.

თანამედროვე განათლების აკადემია